რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის სახით გადაცემის დაბლოკვა აღმაშფოთებელია, თუმცა გასაკვირი არ არის
რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის სახით გადაცემის დაბლოკვა აღმაშფოთებელია, თუმცა გასაკვირი არ არის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უნგრეთის მხრიდან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის სახით გადაცემის დაბლოკვა აღმაშფოთებელია.

როგორც სიკორსკიმ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინი ამისთვის ვიქტორ ორბანს დააჯილდოებს.

„ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის. პუტინი ალბათ დააჯილდოებს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

ცნობისთვის, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა. ბუდაპეშტმა უარი თქვა, მხარი დაეჭირა ევროპარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული სამიდან ერთ-ერთი დოკუმენტისთვის, რომელიც ახლა ევროკავშირის საბჭოში ფინალურ ეტაპზეა და რომლის ძალაში შესასვლელად ევროკავშირის საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერაა საჭირო.