რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება უნდა განიხილოს
რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება უნდა განიხილოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება უნდა განიხილოს. ამის შესახებ სიკორსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სიკორსკის განცხადებით, აღნიშნულის თქმის საფუძველს რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა აძლევს.

„თუ პირადად მე მკითხავთ: ამაზე უნდა ვიფიქროთ. ტექნიკურად, ჩვენ, როგორც ნატო და ევროკავშირი, ამის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც პოლონეთს დამოუკიდებლად არ შეუძლია, ეს მხოლოდ მოკავშირეებთან ერთად უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან.

სიკორსკიმ მოკავშირეებს ასევე ბალტიის ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედება შესთავაზა.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. რუსული მხარის განცხადებით, დრონების შეჭრის დროს მათი ძალები უკრაინას ესხმოდნენ თავს და პოლონეთში სამიზნეებზე თავდასხმას არ აპირებდნენ.