რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რადიო პირველ არხს მოსწავლეები ესტუმრნენ
რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რადიო პირველ არხს მოსწავლეები ესტუმრნენ

რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რადიო პირველ არხს ევროპული სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ბავშვები გადაცემა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერს დაესწრნენ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს, გადაცემის წამყვანებსა და პროდიუსერებს.

პირველი არხი აქტიურად უერთდება რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას. 13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა, 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.

წელს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება თემატიკით – „რადიო და სპორტი“, რომელიც მოიცავს გზავნილებს ადამიანის უფლებების დაცვასთან, თანასწორობასა და საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებით.

საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო და მას შემდეგ 93 წელია ერთგულად ემსახურება მსმენელს, საზოგადოებრივი რადიოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სპორტი წარმოადგენს.