რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა
რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვება არასაფუძვლიანია.

პროკურორის თქმით, შესაძლებელია ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ასევე, როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, არსებობს ეჭვი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომ მისი ნათესავი ფიროსმანის ნახატის ორიგინალ ასლს ინახავს, რომლის რეალიზაციასაც გეგმავს და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ოქტომბერს გაიმართება.