„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი სტივენ კაპუსი თანამდებობას 15 სექტემბერს დატოვებს
„რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი სტივენ კაპუსი თანამდებობას 15 სექტემბერს დატოვებს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს დატოვებს თანამდებობას.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სტივენ კაპუსი 2024 წლის იანვრიდან ედგა სათავეში მედიაკორპორაციას.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. დიდად მადლიერი ვარ ჩვენი ჟურნალისტებისა და თანამშრომლებისა საქმისადმი მათი ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და სიმტკიცისთვის უზარმაზარი ზეწოლის პირობებში“, – განაცხადა კაპუსმა.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კორპორაციის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ლიზა კერტისი.

უახლოეს დრომდე ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი იყო ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში.

კერტისი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორთა საბჭოში შედიოდა 2022 წლის სექტემბრიდან, 2024 წლის ივლისიდან კი მისი თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2026 წლის 6 ივნისს კერტისმა რთე/რთ-ის დირექტორთა საბჭო დატოვა.