რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე პაშინიანთან გასაუბრების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი პრემიერს შეხვდა
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, აქციაზე პაშინიანთან გასაუბრების შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი პრემიერს შეხვდა

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციონერ ნიკოლ პაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს. ​

როგორც მედიასაშუალება წერს, ჯერ უცნობია, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს შეხვდა.

როგორც სომხური მედია წერს, პრეზიდენტმა პაშინიანს დიალოგისკენ მოუწოდა.

თავად ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ დიალოგს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებს.

დატოვე კომენტარი