რადიო „თავისუფალი აზიის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის გავრცელება მარტიდან დაიწყო
რადიო „თავისუფალი აზიის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის გავრცელება მარტიდან დაიწყო

რადიო „თავისუფალი აზიის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საჯარო ლექციებს ატარებს და მოსახლოებას აფრთხილებს, რომ ქვეყნის შიგნით „კოვიდ-19“-ს გავრცელება დაწყებულია.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ეს ცნობები პირდაპირ ეწინააღმდეგება ოფიციალური ფხენიანის განცხადებებს, რომ ქვეყანა პანდემიისგან ჯერ კიდევ დაცულია.

როგორც რადიოში აცხადებენ, ორი წყარო ადასტურებს, რომ ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე საჯარო ლექციები უკვე მარტიდან დაიწყო, სადაც ხელისუფლება ხალხს პანდემიის შესახებ ინფორმაციას აცნობდა და აფრთხილებდა, რომ გავრცელების მაჩვენებელი სამ რეგიონში შემაშფოთებელი იყო.