რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს
რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს

რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი ადგილობრივი დროით 14:30 საათზე აფრინდა და ოთხი წუთის შემდეგ დისპეტჩერებთან კონტაქტი დაკარგა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.