ონის 13 სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია
ონის 13 სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

რაჭაში 13 სოფელს, მათ შორის, გლოლასა და შოვს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად სამუშაოები კიდევ სამ სოფელში გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებულიწყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ.