რაჭაში, ამბროლაურის ცენტრში სახალხო დღესასწაულს „ფუძეობას“ ზეიმობენ.
ღონისძიების ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურში დილიდან იმართება ფოლკლორის ფესტივალი, სპორტული თამაშები, თეატრალური დადგმები, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ამასთან, წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კუთხეები.
საზეიმო ღონისძიებები დღეს კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებების მხარდამჭერები ტურიზმის ეროვნული სააგენტო და Check In Georgia არიან.
„ფუძეობა“ პირველად 1988 წელს აღინიშნა, 2015 წელს კი, ტრადიცია კვლავ აღდგა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით.
