რაჭაში რთველი გრძელდება, ჩაბარებულია 1500 ტონამდე ყურძენი

11:02, 16.10.2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1440 ტონა ყურძენი – მუჯურეთული და ალექსანდროულია ჩაბარებული.

სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს 18 ლოკაციაზე იბარებს.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.

მსგავსი