რაჭაში 1 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
რაჭაში 1 000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში უკვე 1 000 ტონაზე მეტი ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება კახეთს, რეგიონში რთველი დასკვნით ეტაპზეა – გადამუშავებულია 269 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

დატოვე კომენტარი