დღის ბოლომდე ლენტეხის ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზა შესაძლოა, გაიხსნას
დღის ბოლომდე ლენტეხის ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზა შესაძლოა, გაიხსნას

მდინარეებში წყლის დონემ იკლო, შესაბამისად თუ ამინდი არ გაუარესდა, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზის გახსნას შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა.

მაქარაშვილი ამ წუთებში სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელ ჩატეხილ ხიდთან იმყოფება.

მაქარაშვილის თქმით, დღის ბოლომდე ჩაკეტილ სოფლებში მცხოვრებ ყველა ოჯახს სამაშველო სამსახურის დახმარებით ერთ ტომარა ფქვილს მიუტანენ.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლასკადურამ, ჩორშურამ და მუხრამ ხიდები და გზები დააზიანა, ხუთი სოფელი დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიბი და მუცდი გარესამყაროს მოწყვიტა.