რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა

ქალაქ ცაგერში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცაგერის და ქვედა ცაგერის ქუჩების მოასფალტებას გულისხმობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ღირებულება ჯამში 1 მილიონ 377 ათას ლარს შეადგენს.

მათვე ინფორმაციით, პარალელურად აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 89 799ლარია.

აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, პროექტების განხორციელებისას დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სამუშაოები მაღალი ხარისხის დაცვით მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებიც შედეგად სრულად დასრულდება ქალაქ ცაგერის მოასფალტება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოინახულეს.