რაბიომ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს

15:54, 03.12.2018

ბევრი საუბარი მიმდინარეობს ფრანგული „პარის სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილი გახდა, 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ესპანური „ბარსელონა“ არის დაინტერესებული. ესპანური და ფრანგული მედია აქტიურად საუბრობს, რომ შესაძლოა აღნიშნული ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს მოხდეს.

მსგავსი