რა ზომისაა შავი ხვრელი, რომლის ფოტოც ვიხილეთ
რა ზომისაა შავი ხვრელი, რომლის ფოტოც ვიხილეთ

გუშინ ყველამ ვიხილეთ შავი ხვრელის პირველი, ისტორიული ფოტო, რომელზეც ასახულია გალაქტიკა M87-ის ცენტრში მდებარე გიგანტური, სუპერმასიური შავი ხვრელი.

სურათი შთამბეჭდავია და თავს ერთი ციდად გაგრძნობინებთ. არა? არ გაქვთ ეს განცდა? თუ ასეა, მაშინ ამ შავი ხვრელის ზომებში კარგად გარკვევა გჭირდებათ.

ეს მონსტრი ჩვენგან დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, მოზრდილი გალაქტიკის შუაგულში, რომლის დიამეტრიც 120 000 სინათლის წელია. ჩვენი გალაქტიკის დიამეტრი კი დაახლოებით 100 000 სინათლის წელია.

შავი ხვრელის მასა რაღაც წარმოუდგენელია. მასში თავს იყრის ჩვენს მზეზე 6,5 მილიარდჯერ მეტი მასა, რომელიც ამ მატერიის ოდენობასთან შედარებით, საკმაოდ პატარა, მოცულობაშია შეკუმშული. ასტრონომთა გათვლებით, ფოტოზე ასახული შავი ხვრელის დიამეტრი 40 მილიარდი კილომეტრია, დაახლოებით მზის სისტემის ტოლი.

ასე პატარა წერტილში თავმოყრილი წარმოუდგენელი ოდენობის მასა მიმდებარე სივრცეს იმდენად ამრუდებს, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც კი არ შეუძლია.

მისგან გაქცევა რომ შეძლოს, პროტონი შავი ხვრელის ცენტრიდან 18 000 000 000 კილომეტრის მანძილზე უნდა იყოს, ანუ, მზესა და დედამიწას შორის არსებულ მანძილზე 122-ჯერ უფრო შორს. უფრო ახლოს მისვლის შემთხვევაში, ის შავ ხვრელში შთაინთქმება.

უკან არდაბრუნების ამ საზღვრის მიღმა, მატერია მორევივით იწყებს ბრუნვას შავი ხვრელის გარშემო, თანაც მისი სიჩქარის მაჩვენებელი სისწრაფის ზღვარს უახლოვდება და ამ დროს გამოიყოფა რადიაცია.

თუმცა ხანდახან, რიცხვები ყველაფერს კარგად ვერ გამოხატავს. ამისათვის დიაგრამაა საჭირო. ახლა შეგიძლიათ, შედარება უფრო თვალნათლივ გააკეთოთ.