რა ვითარებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე [ფოტო]
რა ვითარებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე [ფოტო]

თურქეთ-სირიის საზღვარზე დღეს ისევ ისმოდა სროლის ხმა, თუმცა, უცნობია, საიდან გაიხსნა ცეცხლი და ვისი მიმართულებით.

თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს, ქურთები კი ამბობენ, რომ ცეცხლი თურქმა სამხედროებმა გახსნეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია მათი ერთი ჯარისკაცი, ერთი სამხედრო მოსამსახურე კი მძიმედ არის დაჭრილი.

თურქეთ-სირიის საზღვარზე უკვე ერთი კვირაა, მუშაობს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სირიის ქალაქ თელ აბიადიდან სამ კილომეტრში იმყოფება, ქალაქიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. ქალაქის მიმართულებით მთელი დღეა, აქტიურად გადაადგილდებიან სასწრაფო დახმარების მანქანებიც.