რა ვითარებაა მარნეულში [ფოტო]
რა ვითარებაა მარნეულში [ფოტო]

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე დილიდან კონტროლი გაამკაცრეს.

ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები კი კარდაკარ შემოწმებას აგრძელებენ. ისინი ამოწმებენ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა, პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა ჰქონოდათ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალთან.

საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად ქალაქში მოწყობილია საველე ჰოსპიტალიც.

ქუჩებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

საკარანტინო ზონაში სპეციალური ეკიპირებით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.