დავით გარეჯში აქცია „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ იმართება. ადგილზე ჩავიდნენ სასულიერო პირები და მრევლი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები.
აქციის მონაწილეები ჩიჩხიტურის კოშკთან არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ ნაწილი უკვე წავიდა, ნაწილი კი დავით გარეჯის ტერიტორიაზე დარჩენას აპირებს.
ამასთან, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დილიდან არიან მობილიზებული დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამლოცველოებთან მისასვლელი ბილიკები თავისუფალია და მოქალაქეებს გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ.