რა ვითარებაა დავით გარეჯის ტერიტორიაზე

უკვე მეორე დღეა, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

სამუშაო ჯგუფებს, ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ. ამ პროცესის პარალელურად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, ქედის სამხრეთით, მძიმე ტექნიკამ გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჩიჩხატურამდე მისასვლელი გზა გაჰყავთ. ეს ინფრასტრუქტურული სამუშაო, განსხვავებული შეფასებების თემა გახდა.

საკითხის სენსიტიურობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს ინტერესების დათმობას არ დაუშვებენ და საზღვრის დელიმიტაციაზე დაწყებული პროცესის დასრულებას ელოდებიან.