რა ვითარებაა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.