რა ვითარებაა ამ დროისთვის პარლამენტთან [ფოტო/ვიდეო]

07:48, 26.11.2019

აქციის მონაწილეები ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.

პარლამენტის შესასვლელებთან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან სპეცრაზმია მობილიზებული.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც.

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული.

რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

https://www.facebook.com/1stchannel/videos/429472147721919/

მსგავსი