რა ვითარება იყო პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე [ფოტო-ვიდეო]

პარიზის ცენტრალურ ქუჩებში ყვითელჟილეტიანების აქციაზე ვითარება რანდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს დემონსტრანტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ აქციის მსვლელობისას რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მანამდე აქციის მონაწილეების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ სამხედროების მობილიზებასაც გეგმავდა.