რა ხდებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე [ფოტო/ვიდეო]

ხმაურია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კენჭისყრის პროცედურა უნდა გაიმართოს.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანდრი ოხანაშვილმა გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურა უნდა დაწყებულიყო, ეკა ბესელია მასთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

ამასთან, მანდატურებმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს ჟურნალისტები.