რა ხდება ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი [ვიდეო]

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი და მათი სწრაფად, უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

ამასთან, ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელი მძევალს საკუთარ მოთხოვნებს აცნობს. კერძოდ, თავდამსხმელი ითხოვს ორ მილიონ დოლარს, ასევე ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.