რა ხდება კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან (ფოტო)
რა ხდება კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან (ფოტო)

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი, ამ დროისთვის, უცნობია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მის სახლთან სპეცრაზმი მივიდა, იგი სახურავზე ავიდა და გადახტომით იმუქრებოდა. სახლის სახურავზე მაშველებიც ავიდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ტარდება.