რა ღირს ელექტროენერგია და გაზი საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში [რუკა]
რა ღირს ელექტროენერგია და გაზი საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში [რუკა]

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია 2017 წლის ანგარიშში აქვეყნებს ანალიზს, როგორია ელექტროენერგიისა და გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა 20-მდე ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.

საქართველოში გაზის ტარიფი თბილისში 46 თეთრი, რეგიონებში კი 56-57 თეთრია. საქართველოზე გაცილებით დაბალი ტარიფები აზერბაიჯანში (22.46 თეთრი) და რუსეთშია (27.316 თეთრი). სხვაგან კი მოსახლეობისთვის გაზი უფრო ძვირია – ზოგ შემთხვევაში, სამჯერ ან ოთხჯერ მეტი. მაგალითად, ჩეხეთში ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 189 თეთრია.

ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში დაახლოებით 19.2 თეთრი, რეგიონებში კი 18.5 თეთრი. საქართველოზე იაფია ელექტროენერგია უკრაინაში (12.206 თეთრი), აზერბაიჯანში (13.476 თეთრი) და რუსეთში (13.856 თეთრი). ლატვიაში კი ერთი კვტ.სთ-ის ღირებულება 49.258 თეთრია, რაც საქართველოზე დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია.

სემეკ-ის წლიურ ანგარიშში მოყვანილია ევროპულ ქვეყნებში წყლის ღირებულებაც. ყველაზე მაღალია გადასახადი დანიაში, სადაც ერთი კუბური მეტრის ღირებულება 25 ლარს აჭარბებს.