ქვიზი დაგეხმარება, შეამოწმო, რამდენად კარგად იცი გეოგრაფია. მაქსიმალურად ვეცადეთ, შეკითხვები ყოფილიყო მრავალფეროვანი და საინტერესო. ზოგიერთ მათგანს დაუფიქრებლად უპასუხებ, თუმცა არის შეკითხვები, რომლებიც გეოგრაფიის სიღრმისეულად ცოდნას მოითხოვს. ქვიზის რთულმა ნაწილმა არ შეგაშინოს, პირიქით, ამ სირთულემ მოტივაცია უნდა მოგცეს, რომ მეტი იკითხო და საინტერესო ფაქტები მოიძიო სხვადასხვა ქვეყნის შესახებ. მაშ ასე, წარმატებებს გისურვებ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში!