ქვიშის ფეხბურთი | მესამე ადგილი „ბათუმის თასზე“ - საქართველოს ნაკრებმა ლატვია მეორედ დაამარცხა #1TVSPORT
ქვიშის ფეხბურთი | მესამე ადგილი „ბათუმის თასზე“ - საქართველოს ნაკრებმა ლატვია მეორედ დაამარცხა #1TVSPORT

ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის („ბათუმის საერთაშორისო თასი“) გათამაშება დასრულდა. ბათუმის ქვიშის მოედანზე გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები B დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროლიგის A დივიზიონში დაწინაურდა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ „ბათუმის საერთაშორისო თასი“ გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩში ლატვია 5:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან გოლები ფარტენაძემ, ლომიძემ, ივანიაძემ, ჟორდანიამ და მახარაძემ გაიტანეს.

ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 4:2 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალური მატჩის დაწყებამდე საქართველოს ქვიშის სპორტის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა ლომიძემ ქვიშის სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სფფ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები, რომლებიც მედლებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.