ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო​ კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

21:06, 15.02.2026

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული) დროებით იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება გახდა.

აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.

მსგავსი