ქვილითაიას უნიკალური რეკორდი - გიორგიმ კვიპროსულ კლუბებში ევროტურნირების პირველივე მატჩებში გაიტანა #1TVSPORT
ქვილითაიას უნიკალური რეკორდი - გიორგიმ კვიპროსულ კლუბებში ევროტურნირების პირველივე მატჩებში გაიტანა #1TVSPORT

„გიორგი ქვილითაია ისტორიას ქმნის – უნიკალური შედეგი სამ კვიპროსულ გუნდთან ერთად“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა კვიპროსულმა ინტერნეტპორტალმა, sport-fm-მა წერილი ლიმასოლის „არისის“ ქართველ თავადმსხმელზე,

გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე ზედიზედ ორ შეხვედრაში უნგრულ „პუშკაშის აკადემიას“ გაუტანა და კვიპროსული გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა. საინტერესოა, რომ მას სამი კვიპროსული კლუბის მაისურით აქვს გატანილი სეზონის სადებიუტო გოლი ევროტურნირებზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცოტა ფეხბურთელს და ძალიან ცოტა უცხოელს უთამაშია სამ კვიპროსულ გუნდში და ჰქონია ამის მიღწევის შესაძლებლობა.

ქვილითაიამ ითამაშა სამ სხვადასხვა კვიპროსულ გუნდში და ყველა მათგანში თავის პირველივე ევრომატჩში გაიტანა გოლი. „ანორთოსისის“ შემადგენლობაში „ბაზელის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, „აპოელში“ თამაშისას „ვოივოდინას“ კარი აიღო, ახლა კი „არისის“ შემადგენლობაში „პუშკაშის აკადემიას“ გაუტანა.

ეს უნიკალური რეკორდია, რომელიც ქართველ თავდამსხმელს ეკუთვნის“, – წერს კვიპროსული ინტერნეტპორტალი.