ქვილითაიას დებიუტი და ოქრიაშვილის გოლი - „ანორთოსისმა“ მტკივნეული მარცხი განიცადა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ანორთოსისმა“ „აპოლონს“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა.

ნიქოზიასსტადიო ანტონის პაპანდოპულოსზე“ გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი დააყენა – მეკარე გიორგი ლორია, ასევე მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

ეს გიორგი ქვილითაიასთვის ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა იყო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მონაწილეობდა საგოლე შეტევაში, რომელიც მე-19 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გოლით დააგვირგვინა. „ანორთოსისის“ ფეხბურთელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს – ოქრიაშვილმა კორეას ბურთი ქუსლით დაუგორა, რომელმაც გიორგი ქვილითაია მოძებნა – ქართველმა თავდამსხმელმა კი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მეკარის მოგერიებული ბურთი ოქრიაშვილმა გაიტანა 1:0.

მაგრამ ასე კარგად დაწყებული საქმე მასპინძლებმა გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს – 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში პენალტი დაინიშნა, გიორგი ლორიამ დარტყმის მიმართულება ვერ გამოცნო და ჩარლისონ ბენშოპმა ანგარიში გაათანაბრა 1:1. ტაიმის მიწურულს კი იოანის პიტასმა „აპოლონი“ დააწინაურა 2:1. მეორე ტაიმში დანიელ ლარსონმა ფამაგუსტელტა კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:3.

4 ტურის შემდეგ, „ანორთოსისი“ 7 ქულის ამარა დარჩა და სეზონში პირველი წაგებით მეორედან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „აპოლონი“ მას ქულებით გაუთანაბრდა.