ქვილითაიამ „რაპიდი“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვა
ქვილითაიამ „რაპიდი“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვა

ავსტრიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა. გიორგი ქვილითაიას გუნდმა, ვენის ”რაპიდმა” საშინაო არენაზე ”რიდს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ვენელებისთვის მეორე ნახევრამდე მატჩი არასასურველი სცენარით მიმდინარეობდა: 45-ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ”რაპიდმა” ანგარიში 75-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 77-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, გიორგი ქვილითაია კარგად ათამაშდა და ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მან ”ლასკ ლინცთან” დუბლი შეასრულა.