ქვილითაიამ გაიტანა - „აპოელი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ქვილითაიამ გაიტანა - „აპოელი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „აპოელისთვის“, რომელიც კონკურენტ „არისთან“ 1:2 დამარცხდა. ეს კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში უკვე მესამე ტურის მატჩი იყო. „აპოელი“ მეტოქეს გასვლაზე დაუპირისპირდა – ორივე ქართველი მოთამაშე, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო.

„არისმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა, მეტოქის კარის აღება ორჯერ შეძლო და შესვენებამდე კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა – 2:0. 23-ე წუთზე ანგარიში გომისმა გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა მაიამბელამ გაზარდა.

„აპოელმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და 63-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. ქვილითაიამ გადაცემა ჩაჭრა, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოხერხეს.

„აპოელი“ 29 ტურის შემდეგ 63 ქულით დარჩა, „არისმა“ (60) ამ გამარჯვებით ჩამორჩენა შეამცირა, ქვილითაიამ კი მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.