კვიპროსული გამოცემა - „აპოელის“ პრეზიდენტმა ქვილითაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „აპოელის“ პრეზიდენტმა ქვილითაიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია „აპოელის“ პრეზიდენტს სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა და, სხვა კლუბების მიწვევების მიუხედავად, ახალ კონტრაქტზე დათანხმდა, – ინფორმაციას გამოცემა balla.com-ი ავრცელებს.

„ქართველი თავდამსხმელი პროდრომოს პეტრიდისს „აპოელთან“ თანამშრომლობაზე ესაუბრა. მან დაუდასტურა ჩემპიონთა პრეზიდენტს თავისი სურვილი, გააგრძელოს თამაში ნიქოზიაში, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის და სხვა ქვეყნების გუნდებიდან კარგი შეთავაზებები მიიღო.

ქვილითაიამ და პეტრიდისმა მოლაპარაკებისას განიხილეს ფინანსური ნაწილი და გაცილებით მეტ თანხაზე შეთანხმდნენ, რასაც ქართველი კაპიტანი ახლა იღებს. მას შემდეგ, რაც „აპოელი“ დაარწმუნებს, რომ გაუმჯობესებულ ხელფასს მიიღებს, სავარაუდოდ, გიორგი შეთავაზებას და ახალ ორწლიან კონტრაქტს დათანხმდება.

თუ სიურპრიზებს არ გავითვალისწინებთ, ყველაფერი კარგად იქნება და „აპოელის“ პრეზიდენტი ფეხბურთელის გამართლებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან ყველას უნდა, რომ ქვილითაიამ კარიერა „აპოელის“ მაისურით დაასრულოს“, – ამტკიცებს კვიპროსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.