ქვილითაიამ კვიპროსში გაიტანა - „აპოელი“ ჩემპიონატში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელს“ უკაპიტნა, გოლი გაიტანა და „ნეა სალამინისთან“ „აპოელის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა – 3:0.

კვიპროსის პირველი დივიზიონის 26-ე ტურის შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა – ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია (75-ე წუთზე შეცვალეს), მურთაზ დაუშვილი კი სათადარიოგოთა სკამზე დარჩა.

„აპოელისთვის“ თამაში კარგად დაიწყო. 22-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველი ჯორჯ მანჯეკი მეოდნიდან გააძევეს, მასპინძლებმა კი რიცხვობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლეს. 35-ე წუთზე ანგარიში ანასტასიოს დონისმა გახსნა.

მეორე ტაიმში „აპოელის“ უპირატესობა გიორგი ქვილითაიამ თავური დარტყმით გაზარდა. 62-ე წუთზე, ლაშა დვალის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იერიში გაგრძელდა, რომელიც ფედერიკო მაჩედამ („მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელია) დააგვირგვინა.

68-ე წუთზე ქვილითაიამ მეტოქეს მეორეც გაუტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა, „აპოელმა“ კი მნიშვნელოვანი გამარჯვებით 59 ქულა დააგროვა, კონკურენტ აეკ-ს (57) გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა.

ამ ტურით დასრულდა კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი – 14 გუნდიდან საუკეთესო 6 გუნდი („აპოელი“, ლარნაკას აეკ-ი, „არისი“, „პაფოსი“, „აპოლონი“, „ომონია“) ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის „ანორთოსისი“ კი მე-9 ადგილზე გავიდა, შესაბამისად, ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.