ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის აფთიაქებისა და სილამაზის სალონების მუშაობას
ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის აფთიაქებისა და სილამაზის სალონების მუშაობას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები არ შეეხება სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვები არ შეეხება სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; დელივერსა და გატანის სერვისებს; სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას.

ამასთან, არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.