ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერის თანამდებობა დატოვა

11:18, 02.08.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. ფაშინიანის განმარტებით, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მოქმედი მთავრობა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს.

მისი თქმით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილებას შეინარჩუნებს და მუშაობას გააგრძელებს.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად დაუყოვნებლივ ნიშნავს პარლამენტის უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

 

მსგავსი