ქვეყნის ჩემპიონი “ტორპედო” შემოსავლებით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა
ქვეყნის ჩემპიონი “ტორპედო” შემოსავლებით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე 2017 წელს საფეხბურთო კლუბების მიერ გამომუშავებული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ეროვნულ ლიგაში მოგებულ თამაშში გუნდები 20 000 ლარს იღებენ, ხოლო ფრეზე – 6500 ლარს. ეროვნულ ლიგა 2-ში ეს ციფრები შესაბამისად 10 000 და 3300 ლარს შეადგენს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში გასვლის შემდეგ ყოველ გადალახულ ეტაპზე გუნდის ბიუჯეტი 10 ათასი ლარით იზრდება. თასის გამარჯვებული 100 ათასს იღებს, ხოლო სუპერთასის მფლობელი – 50 ათასს.

სულ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წელს, ოთხი საფეხბურთო ლიგის 80 კლუბის დაფინანსებაზე 32 მილიონამდე ლარი დახარჯა.

ეროვნული ლიგა

1. დინამო თბ 1,929
2. ჩიხურა 1,866
3. საბურთალო 1,799
4. ლოკომოტივი 1,752
5. ტორპედო 1,655
6. სამტრედია 1,598
7. დინამო ბთ 1,414
8. დილა 1,392
9. კოლხეთი 1,252
10. შუქურა 1,167

სულ 15,825,679 მილიონი ლარი

ეროვნული ლიგა 2

1. რუსთავი 1,036,500
2. მერანი 1,016,500
3. სიონი 959,088
4. გაგრა 976,500
5. ვ-ჯორჯია 923,000
6. სამგურალი 886,500
7. ცხინვალი 843,500
8. გურია 833,200
9. ზუგდიდი 823,100
10. მეშახტე 815,100

სულ 9,113,188 მილიონი ლარი

ამას გარდა, ლიგა 3-ზე სულ 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ლიგა 4-ის გუნდებზე – 1,912 მილიონი.

ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოზე” მეტი შემოსავალი ერთდროულად ოთხმა კლუბმა გამოიმუშავა. ერთი შეხედვით, ეს პარადოქსია, მაგრამ ამ კლუბებში მეტი კერძო ინვესტიცია განხორციელდა და შესაბამისად, მათ სტიმულირების ფონდიდან მეტი თანხაც მიიღეს.