ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ააშენებს
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ააშენებს

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 12.7-კილომეტრიან გზას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

„ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიუროს ჯგუფი“ საქართველოში სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობს. ივნისში ცნობილი გახდა მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო, კომპანიას ტენდერებში ცხრა თვით მონაწილეობა აეკრძალა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მაშინ განმარტა, რომ მიმდინარე პროექტებზე მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენდა.

რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მეორე სამშენებლო ლოტს, რომელიც 9-კილომეტიანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, სამშენებლო კომპანიის შერჩევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ.