ქვესადგურის „ქსანი-500“ რეაბილიტაცია დასრულდა
ქვესადგურის „ქსანი-500“ რეაბილიტაცია დასრულდა

აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, ქვესადგურის „ქსანი-500“ რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა 500/200/110 და 10 კილოვატის პირველადი და მეორადი მოწყობილობები, დაინერგა ახალი მართვისა და დაცვის სისტემები, განახლდა სახაზო და სასისტემო პორტალები. პროექტის რეაბილიტაციის შედეგად გაიზარდა სასისტემო გადაცემის მდგომარეობა, განხორციელდა ქვესადგურის დისტანციური მართვა ცენტრალური სადისპეჩერო ცენტრიდან. „ქსანი-500“ და “მარნეული-500“ ერთმანეთს ელექტროგადამცემი ხაზი „ასურეთის“ საშუალებით დაუკავშირდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა თბილისის ენერგომომარაგების საიმედოობა და შესაძლებელი გაზარდა რუსეთ-საქართველოს სატრანზიტო კავშირი, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის სატრანზიტო როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ქსანი-500“ დედაქალაქის ძირითად ენერგომომმარაგებელს წარმოადგენს და ერთმანეთთან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ენერგოქსელს აკავშირებს.

დასრულებული პროექტი აზიის განვითარების ბანკის პროექტების მმართველებმა, ავთანდილ ცხვიტავამ და გიორგი კიზირიამ დაათვალიერეს.