ქვესადგურ „იდლიანის“ მშენებლობის ღირებულება შემცირდა, დანაზოგმა ხუთი მილიონი ლარი შეადგინა
ქვესადგურ „იდლიანის“ მშენებლობის ღირებულება შემცირდა, დანაზოგმა ხუთი მილიონი ლარი შეადგინა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამა და ამხანაგობა „ბემონი-იეოს“ თავმჯდომარემ, გიორგი მირცხულავამ ხელი მოაწერეს 2023 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების თანახმად,  500 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობის ღირებულება შემცირდა და ხელშეკრულების ღირებულებიდან დანაზოგმა ჯამში 5 მილიონი ლარი შეადგინა.

აღნიშნული პროექტი სვანეთში, დაბა იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობას აწარმოებს ამხანაგობა „ბემონი-იეო“.

ქვესადგური „იდლიანი 500“ უნიკალურია რეგიონში, ის წარმოადგენს სრულად დახურული ტიპის ობიექტს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ტექნოლოგიური უსაფრთხოების, ისე გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.

პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება სვანეთის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების ქსელში სრულყოფილი ინტეგრირება. ქვესადგურის მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება.