ქვემო ქართლში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

10:33, 24.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი