ქვემო ქართლში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

15:40, 18.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი