ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკვე დამუშავებულია 1700 ჰექტარზე მეტი ფართობი.

„ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისთვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და კალიებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. წამლობა ხორციელდება ეფექტიანი პრეპარატებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელების არეალს“,, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია. კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი