ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი მონიტორინგის მიზნით განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილის სახეობის ოთხ კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანად გასატარებლად ეროვნული სატყეო სააგენტო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის სააგენტომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, ათი დრონი, 750 ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.