ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ნიმუშებს იღებენ
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ნიმუშებს იღებენ

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ნიმუშებს განმეორებით იღებენ.

პროცედურას თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრება. ოჯახის ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, დღეს მანქანაში აღმოჩენილი მწერების ექსპერტიზა ჩატარდება.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზა ჩატარდება ასევე მანქანაში აღმოჩენილ ბალახზეც. რაც შეეხება მისი განცხადებით მანქანაში აღმოჩენილ უცხო დეენემს, რომელიც პირბადეზე დაფიქსირდა, ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის დეენემი.