საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი მირიან მელაძე ქვემო ქართლის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი მირიან მელაძე ქვემო ქართლის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ქვემო ქართლის პოლიციაში საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი მირიან მელაძე გამოკითხვაზე იმყოფება.

საქმე ეხება 17 მაისს დმანისის შესასვლელთან მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მომხდარი. ასევე მიმართა სახალხო დამცველს, ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.