ქვემო ქართლის პოლიციამ მარიხუანის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით 2009 წელს დაბადებული ა.მ. ფონიჭალაში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ა.მ. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის და 260-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.