ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს

01:14, 27.12.2018

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი